შპს „პროფესიული კოლეჯი მენტორი“ არის კერძო პროფესიული კოლეჯი, რომლის მისიაა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალი ხარისხის, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების უზრუნველყოფა.
კოლეჯი აცნობიერებს საკუთარ როლს პროფესიული განათლების სისტემაში და საქმიანობას წარმართავს უსაფრთხო სამუშაო კულტურის განვითარებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და პროფესიული სტუდენტების წარმატებული დასაქმებისთვის პირობების შექმნაზე.
შპს “პროფესიული კოლეჯი მენტორის” ხედვაა შექმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც
გამოირჩევა სწავლების ხარისხით, პროფესიული სტუდენტების საჭიროებებზე ორიენტირებით, რათა
მიეცეთ მათ შესაძლებლობა გაუმკლავდნენ ცვალებად შრომის ბაზრის გამოწვევებს. კოლეჯი ისწრაფვის
ჩამოყალიბდეს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით
აღიარებულ პროფესიულ კოლეჯად, რომლის კურსდამრთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი იქნება არანაკლებ 80%.
კოლეჯის ხედვა ეფუძნება უწყვეტ განვითარებას და საზოგადოებისთვის რეალური ღირებულების შექმნას.
კოლეჯი გაერთიანებულია შემდეგი ძირითადი ღირებულებების გარშემო:
✔ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა - პროგრამების სისტემატიური მონიტორინგი,
რათა პროგრამის წარმატებით დასრულება გაუტოლდეს კონკურენტულ პოზიციას შრომის
ბაზარზე;
✔ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა - ცოდნის მუდმივი განახლება და პიროვნულ
თუ პროფესიული ზრდა;
✔ პარტნიორობა და თანამშრომლობა - ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი
ურთიერთობები პარტნიორებთან. გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და დაინტერესებული
მხარეებისგან ინფორმაციის მიღება
✔ თანასწორობა და ხელმისაწვდომობა - ინკლუზიური გარემო, სადაც ნებისმიერი
ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობებია შექმნილი. სერვისები და რესურსები
ორიენტირებულია მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე, რათა ბარიერების გარეშე ვემსახუროთ
საზოგადოების ყველა წევრს.
✔ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა - გააზრებული არჩევანი მომავალი თაობების
სასარგებლოდ. “მწვანე ინიციატივების” მხარდაჭერა ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად;
✔ ინოვაცია და განვითარება - ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა.
დროის ცვალებადი გამოწვევები და დარგის ლიდერობა.