მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი
პროგრამა ამ ეტაპზე არ არის ავტორიზებული
“შრომის უსაფრთხოების და
გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები”
მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს შეიმუშაოს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმი, შექმნას პირობები ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვა და მართვა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია ჩარჩო დოკუმენტის ,,შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N170/ნ ბრძანების „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება:
ქართულ ენაზე - შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები;
ინგლისურ ენაზე - Occupational Safety and Environmental Technology.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ქართულ ენაზე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში;
ინგლისურ ენაზე - Higher Vocational Qualification in Occupational Safety and Environmental Technology.
კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს:
“გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები” - კოდი 0712,
აღმწერი - „შეისწავლის გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების,
ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების პროცესებს.
იგი მოიცავს ჰაერის, წყლის, ნიადაგის და ა.შ. კონტროლთან დაკავშირებულ პროგრამებს”
სარეგისტრაცი ნომერი:
07311-პ
დაშვების წინაპირობა:
სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 38.; 38.1; 38.2; 39.; 39.0; 80; 86; 81
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3257
პროგრამის დასრულების შემდეგ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა პროფილის და სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციაში. კერძოდ, მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილი:
თბილისი,
სტრუქტურა და მოდულები
პროგრამის ხანგრძლივობა - 23 თვე
პროფესიულმა სტუდენტმა (ქართულენოვანმა) უნდა გაიაროს:
ზოგადი სავალდებულო მოდული - 3;
ზოგადი მოდულის კრედიტების რაოდენობა - 11;
პროფესიული სავალდებულო მოდული - 21;
პროფესიული მოდულების კრედიტების რაოდენობა - 109;
შენიშვნა - მოდულის: ქართული ენა A2 და B1 (30 კრედიტი) გავლა სავალდებულოა დამატეით მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით და გადის დამარებით 30 კრედიტს.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
სწავლის შედეგები შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით
1. შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა
2. შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები
3. შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი
4. შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები
5. დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთოების წესები
6. განახორციელოს ევაკუაციის პროცესები
7. გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება
8. გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები
9. აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება
10. შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა
11. განახორციელოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი
12. დაგეგმოს უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედება
13. აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება
14. აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება.
პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია:
წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;
არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
შეფასება განხორციელდეს ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
სწავლის შედეგი დადასტურდა;
სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში.
პროგრამა მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:
საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური საშუალებების ადეკვატურად გამოყენება (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).
საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
ძირითადი სასვენი ნიშნების (წერტილი, კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა - ბარბარიზმები, ჟარგონები;
ინფორმაციის გადმოცემა თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული 120/150 კრედიტი.
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.